კათედრის ზოგადი დებულება

1. კათედრის ფუნქციები:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და ინტერნეტ–ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შექმნა;
დ) კოლეგებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.


2. კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა. (ვადა შეთანხმებითით);


3. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები:
ა) კათედრის ვიდეოშეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ჩატარება და აღრიცხვა)
ბ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.

4. საზ. მეცნიერებების კათედრის ყველა წევრი სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით. 
გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების 2/3-ის თანხმობით.
თანაბარი რაოდენობის ხმების შემთხვევაში ბოლო სიტყვა ეკუთვნის კათედრის თავმჯდომარეს.

კათედრა ვალდებულია იზრუნოს საკუთარი ელ./ბიბლიოთეკის შექმნაზე; ბიბლიოთეკაში შედის:

1. ელ./სასწავლო რესურსები.
2. მოქმედი სახელმძღვანელოების თითო ეგზემპლარი;
3. მეთოდური ლიტერატურა;
4. საგნობრივი და პერიოდული გამოცემები;
5. აუდიოვიზუალური მასალის ფონდი;
6. ვიდეოთეკა და სხვ.

მიზნები და ამოცანები
1. კათედრის მიზანი: 
სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება და საგნების სწავლებისადმი წაყენებული მოთხოვნის განხორციელება.
2. კათედრის ამოცანები: 

  1. ახალი მეთოდების განხილვა-გაზიარება;
  2. ერ./სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო გეგმებისა და კურიკულუმების შედგენა;
  3. საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა;
  4. ურთიერთ- და მოსწავლეთა შეფასების ფორმებსა და ხერხებზე მუშაობა;
  5. სასწ./აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი;
  6. სასწავლო დაწესებულებაში საგნების სწავლებაში არსებული პრობლემების კვლევა და მისი გადაჭრის გზების ძიება;
  7. მოსწავლეთა კონკურსების, კონფერენციების, ოლიმპიადების ჩატარება;
  8. პედაგოგთათვის კონკურსების, კონფერენციების, სემინარების მოწყობა;
  9. სასწ./წლის განმავლობაში (შუაში, ბოლოს) მოსწავლეთა მიღწევების დემონსტრირება (გამოფენები, სპექტაკლები და სხვ;);
  10. წახალისების ფორმების შექმნა, პრიზების დაწესება;
  11. ვებგვერდების, სლაიდების, თემატური კატალოგების და სხვ. საჭირო მასალის შექმნა ისტ-ის გამოყენებით; 
  12. საუკეთესო მასწავლებლის გამოცდილების შესწავლა;
  13. ახალბედა მასწავლებლისათვის დახმარების გაწევა პედაგოგიური დახელოვნების მიზნით;
  14. თვითგანვითარებასა და სწავლების ინოვაციური მეთოდების შესწავლა-სრულყოფაზე ზრუნვა;
  15. საჭიროების მიხედვით ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა;
  16. სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარება და სხვ;

Комментариев нет:

Отправить комментарий